სამთავრობო ცვლილებები

ივანიშვილმა ალასანიას ვიცეპრემიერის უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ვიცეპრემიერის მოვალეობა შეუწყდა. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის ვიცეპრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 იანვარს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტებში" სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მას კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი ჰქონდა. 

კომენტარები