პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი დავოსში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავოსში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საპარტნიორო ფონდისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.

დავოსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერის სიტყვით გამოსვლა სესიაზე - "ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის". 

ბიძინა ივანიშვილი დავოსში რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. 

კომენტარები