ავსტრალიის ღია პირველობა

შარაპოვა, ლი ნა და ფერერი ნახევარფინალში არიან

მარია შარაპოვა აგრძელებს შესანიშნავ თამაშს ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამჯერად მსოფლიოს მეორე ჩოგანის მსხვერპლი თანამემამულე ეკატერინა მაკაროვა აღმოჩნდა.

მე-19 ნომრად განთესილი მაკაროვას ძლევა შარაპოვას არ გასჭირვებია - 6-2, 6-2. 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული შარაპოვა, ნახევარფინალში ჩინელ ლი ნას შეხვდება, რომელმაც მეოთხე ნომრად განთესილი აგნიეშკა რადვანსკა 7-5, 6-3 დაამარცხა.

დავიდ ფერერი ნახევარფინალშია. მსოფლიო რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ესპანელმა, თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს რთულ ბრძოლაში სძლია 4:6, 4:6, 7:5, 7:6 (7:4), 6:2.

ფერერი ნახევარფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ჩეხ ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები