ფეხბურთი

პსვ-ს ფეხბურთელმა გაძევების შემდეგ ხელი გადაიჭრა

ჰოლანდიური პსვ ეინდჰოვენის მცველმა ერიკ პიტერსმა, პეკ ზვოლეს წინააღმდეგ მატჩის 67-ე წუთზე, უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. მოედნის დატოვებისას, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში, გაბრაზებულმა პიტერსმა შუშას ხელი ისეთი სიძლიერით დაარტყა, რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ექიმების განცხადებით, ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელს ხელი სერიოზულად დაუზიანდა და საკმაო რაოდენობის სისხლიც დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ზვოლეს წინააღმდეგ მატჩი, ერიკ პიტერსისათვის 2012 წლის აპრილის შემდეგ პირველი იყო. ფეხბურთელს ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა და გაძევების გამო, სწორედ ამიტომ გამოხატა განსაკუთრებული სიბრაზე.

პსვ ეინდჰოვენმა აღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 1:3 წააგო.

 

 

 

 

 

კომენტარები