საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას სთავაზობს. ამის შესახებ მან ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეკონომიკაში საგანგაშო ტენდენციებია, რაც ''ინვესტიციების შემცირების კუთხითაც ჩანს''.
"მთავრობა ეუბნება ინვესტორებს, უახლოესი 3 წლის განმავლობაში არ იქნება ეკონომიკური ზრდა. წელი დაიწყო ცუდი მონაცემებით და ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული ზომები, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომ ერთი მხრივ, მივიდეთ ბიზნესმენებთან და მეორე მხრივ, ერთად გავაკეთოთ რაღაც ქვეყნის შიგნით. საქართველოს მთავრობას სრული ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადებას ვთავაზობ ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე 2013 წლამდე. მოახდინონ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკურ დანაშაულზე აიკრძალოს საპატიმრო სასჯელები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი ავლაბრის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

კომენტარები