შსს

ძველი თბილისის გამგებელს სავარაუდოდ ივანიშვილის 80 მილიონთან დაკავშირებით კითხავენ

ძველი თბილისის გამგებელი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში იკითხება. 
დაკითხვაზე შესვლამდე მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, გამოძიებას კითხვები უნდა ჰქონდეს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის 80 მილიონზე, რომელიც კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩაირიცხა და შემდეგ მოხდა პრემიერის ანგარიშზე უკან გადარიცხვა.
მელიამ არ იცი, ექნება თუ არა გამოძიებას კითხვები ქართუ ბანკთან დაკავშირებით.
"ქართუ ბანკთან დაკავშირებით გამოძიებას ჰქონდა ადრე უკვე კითხვები, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ყველა სააღსრულებლო პროცედურა, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის დროს განხორციელდა, ბანკთან მიმართებაში იყო კანონიერი და ვფიქრობ, რომ ჩემი გადაცდომის რაიმე მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს", - განაცხადა მელიამ.

კომენტარები