ავსტრალიის ღია პირველობა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ფავორიტები მეორე ეტაპზე გავიდნენ

მსოფლიოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა ავსტრალიის ღია პირველობაზე ტიტულის დაცვას შეუდგა. რუმინელი მონიკა ნიკულესკუს ძლევა მან ანგარიშით 6-1, 6-4 მოახერხა.

კინაღამ სავალალოდ დასრულდა სერენა უილიამსისთვის რუმინელ ედილა გოლოვიც-ჰოლთან დაპირისპირება. დაცემის შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანმა კოჭი დაიზიანა, თუმცა 8 წუთის შემდეგ, შეხვედრის გაგრძელება მაინც შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა - 6-0, 6-0.

ჯერჯერობით ტურნირზე ყველაზე დიდი სენსაცია 42 წლის იაპონელმა კიმიკო დატე კრუმმა მოახდინა, როდესაც მეთორმეტე ნომრად განთესილი ნადია პეტროვა ანგარიშით 6-2, 6-0 დაამარცხა და ტურნირის ერთეულთა მატჩის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული გახდა.

ადვილი გამარჯვება მოიპოვა ბრიტანელმა ენდი მიურეიმ, რომელმაც ჰოლანდიელი რობინ ჰაასე 6-3, 6-1, 6-3 დაამარცხა.

სამწუხაროდ, პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ავსტრალიის ღია პირველობას ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი. იაპონელი ანამ აიუმი მორიტას წინააღმდეგობის დაძლევა ანამ ვერ შეძლო და შეხვედრა 6:3, 6:3 დათმო.

კომენტარები