ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ავღანეთის ლიდერ ჰამიდ კარზაის შეხვდა. ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკება ოთხ საათს მიმდინარეობდა. ობამა და კარზაი შეთანხმდნენ, რომ 2012 წლიდან, გარდამავალ პერიოდში, საერთაშორისო სამხედრო ძალები ავღანეთში დამხმარე როლს შეასრულებენ.
სამუშაო სადილის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.
"გაზაფხულიდან, ჩვენს ჯარს განსხვავებული მისია ექნება - ავღანური ძალების გაწვრთნა და მათი დახმარება. ჩვენ ძირითად მიზანს უკვე მივაღწიეთ, უფრო სწორად, ძალიან ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან - რომელიც ალ ქაიდას დასუსტებში, მის დემონტაჟში მდგომარეობდა" - განაცხადა ობამამ პრესკონფერენციაზე.
ობამამ და კარზაიმ ერთობლივი მიმართვაც წაიკითხეს, რომელშიც საუბარი იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.





