აგრარული უნივერსიტეტი

აგრარულ უნივერსიტეტს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამოწმებენ

განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შვიდკაციანი შემადგენლობა აგრარულ უნივერსიტეტს ამოწმებს.

ტაბულა კომენტარისთვის აგრარული უნივერსიტეტის რექტორს, ლაშა გოცირიძეს დაუკავშირდა. როგორც ლაშა გოცირიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის შემოწმება მოულოდნელად დაიწყო.

"როგორც ჩვენ ვიცით, ეს შემოწმება დაიწყო ყოფილი თანამშრომლების საჩივრების საფუძველზე, თუმცა ძალიან უცნაურია ის, რომ ეს მოხდა მოულოდნელად, ახალი წლის დღეებში. როგორც ვხვდებით, შემმოწმებლების ჯგუფსაც მოულოდენლად დაუძახეს. ასევე საინტერესო მომენტია ის, რომ განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, აქამდე არცერთი უნივერსიტეტი არ შეუმოწმებია და დაიწყეს ჩვენი უნივერსიტეტით. ეს არის საინტერესო დაკვირვებები, თუმცა, რა თქმა უნდა, დასკვნის გაკეთება ჯერ არ შეიძლება, შემოწმება მიმდინარეობს საკმაოდ ნორმალურ გარემოში", - განაცხადა ლაშა გოცირიძემ ტაბულასთან საუბრისას.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლები აგრარულ უნივერსიტეტში 3 იანვარს შევიდნენ და კვირის ბოლომდე დარჩებიან.

კომენტარები