პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობა მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშილმა სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მრევლს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა. 

''ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავიზიარო ის დიდი სიხარული, რაც შობისა და ნათლიღების უდიდეს დღესასწაულებზე გვეუფლება. საუკუნეების განმავლობაში ტკივილი და სიხარული ერთი ჰქონდა ჩვენს ხალხებს, ერთად ვუმკლავდებოდით ისტორიის ქარტეხილებს. 

საქართველოს ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძურია, რომელსაც თვალისჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა შექმნეს. ჩვენი ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილს. 

დიდია ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით თბილისისა და გორის აღმშენებლობის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში და ამ როლს სათანადო შესწავლა და შეფასება ჯერ კიდევ სჭირდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დიდ სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ! ‘’ , - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში. 

კომენტარები