სენდი ჰუკის ტრაგედია

სენდი ჰუკის მოსწავლეები სკოლას ახალ შენობაში დაუბრუნდნენ

 სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლის ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მოსწავლეები სკოლას პირველად, ახალ შენობაში, დაუბრუნდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დასწრება მაღალი იყო.

"სკოლის ავტობუსები დროულად მოვიდნენ. ყველა ბავშვმა დატოვა ტრანსპორტი. ბევრი მათგანი გაახარა მეგობრების ნახვამ. ასევე აინტერესებდათ ახალი სკოლა. ისინი შეიყვანეს სკოლაში და ტრაგედიის შემდეგ პირველად შეგროვდნენ კლასში, სადაც მასწავლებლებს შეხვდნენ", - აცხადებს კიტ ვაითი, მონროს პოლიციის დეპარტამენტის ლეიტენანტი.

ნიუთაუნში მდებარე სენდი ჰუკის სკოლის მოსწავლეებისთვის მეზობელ ქალაქ მონროში განაახლეს სკოლის გამოუყენებელი შენობა. ბავშვების სკოლაში დაბრუნებას მედია არ დაასწრეს. გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები.

სენდი ჰუკის სკოლის ტრაგედიისას, შენობაში 20 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბოლოს თავი მოიკლა. მოკლულთაგან 20 სკოლის მცირეწლოვანი მოსწავლე იყო.

 

კომენტარები