ელექტრონავტები

წლის ელექტრონავტს 30 დეკემბერს გამოავლენენ

დეკემბერს, საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში, ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი - „ელექტრონავტი 2012“გაიმართება.

დაჯილდოვება წელს მეხუთედ ჩატარდება. ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას, ვებგვერდზე electronauts.ge ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ექსპერტთა ჯგუფი ადგენს. კონკურსში წელს სამოცამდე ქართველი მუსიკოსი და ჯგუფი მონაწილეობდა. ნომინაციისათვის წლის თრექი წარმოდგენილი იყო 139 ნაწარმოები, შესარჩევი ტურის შემდეგ კი გამოვლინდა 30 კომპოზიცია.

წელს ღონისძიების მთავარი პრიზის, ბრინჯაოს ელექტრონავტის ავტორი დიზაინერი ზვიად ციკოლიაა.

„ელექტრონავტი 2012“ საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ: Landmark, Exit, Radioactive, Jeronimo & Kazzy Jazz, რეზო ღლონტი, Cobert, Acidboy, Stimmhalt, Rotkraft. 

ნომინანტები არიან:

წლის სპონსორი ან მხარდამჭერი კომპანია
RED BULL
WINSTON
TBC BANK
წლის ვებ-გვერდი
KIDSRAVE
TABULA ART
TBC ARTAREA
წლის საუკეთესო პრომოუტერი
ტატო ხარჩილავა
BIKO
გეგა ჯაფარიძე
წლის საუკეთესო ივენთი
Michael Mayer and Superpitcher 4GB
Second Life Festival
Tiefschwarz @ Pavilion
წლის საუკეთესო ვენიუ
დივანი
კაფე გალერი
მტკვარზე
წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი
Tomma
Cobert
გიო შენგელია
წლის საუკეთესო ვიდეო
Natalie Beridze / Ryuichi Sakamoto Blue Shadow/ რეჟისორი: ნიკა მაჩაიძე
ეკო & Vinda Folio - სისტემა უნდა დაინგრეს /რეჟისორი: თემო ეზუგბაია
Gacha - Bowl/რეჟისორი ანა კობახიძე
Rotkraft - Never Give Up (Ft. NANÓUK) Dir: Factory Films
წლის ალბომი/EP
Svansikh "Pitch It"
Kung Fu Junkie "Yoshiwara Bitch"
Gacha "Remember"
წლის ტრეკი
Svansikh "T.U.L.A"
Gacha "Remember"
Kung Fu Junkie "Flowerz in my brain"
წლის მუსიკოსი (ელექტრონავტი 2012)
Greenbeam and Leon
Gacha
Svansikh

კომენტარები