საქართველოს პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: მე შემეძლო ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შეფერხება შეეძლო, მაგრამ ამას პროვოცირებას შეგნებულად უწევდა.
"მე შეგნებულად ვუკეთებდი ამას პროვოცირებას. შეგიძლიათ ეს სიტყვა გამოიყენოთ, მაგრამ აქვე განვმარტავ - მხედველობაში მაქვს ის, რომ მაქსიმალურად ხელს არ ვუშლიდი პროცესებს. მე შემეძლო შეფერხება, მეთქვა, რომ პოლიტიკურად არაა გამართლებული, მოვუსმინოთ ევროპელებს და ამერიკელებს, ჯობია ეს დროში გავწელოთ და ნუ გამოვიწვევთ ახალ საშინელებას-თქო", - აცხადებს ივანიშვილი ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ახალ მთავრობას საქმე აქვს სისტემასთან, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულებრივად. "ამ სისტემის მსხვერპლია ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი. ამ სისტემის მსხვერპლია თავად მისი ძირითადი შემქმნელი - მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნავს პრემიერი და აქვე განმარტავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ მისი გუნდის ბევრი წევრისგან განსხვავებით, მან ეს გააკეთა.

კომენტარები