შეწყალების კომისია

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 131 პატიმარს მისცა

შეწყალების კომისიამ რეკომენდაცია 131 პატიმარზე გასცა. სულ კომისიამ დღს 430 საქმე განიხილა.

კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, აქედან საპყრობილეებს 118 ადამიანი დატოვებს, 12-ს კი სასჯელი გაუნახევრდება. მისივე თქმით, ამ პატიმრებს შორის, ძირითადად, ეკონომიკური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან, ასევე ნარკომომხმარებლები და პირველადი ქურდობისთვის მსჯავრდებულები. ყველა მათგანს მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარზე მეტი.

შეწყალებული პატიმრები ციხეებს 27 დეკემბრისთვის დატოვებენ.

 

კომენტარები