პროკურატურა

როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს. ახალაია ზუგდიდის პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ უნდა გამოცხადდეს. 

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს ახალაია პროკურატურაში.

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს, როლანდ ახალაიასა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ჟურნალისტებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

საქმე ეხებოდა ახალაიასა და მისი მხარდამჭერების მიერ ტელეკომპანია მაესტროს, მე-9 არხისა და ინფო-9-ის ჟურნალისტებისთვის "სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას". 

 

კომენტარები