ენერგეტიკის სამინისტრო

ელექტროენერგიის ტარიფები 3,5 თეთრით შემცირდა

ელექტროენერგიის ტარიფები 3,5 თეთრით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ, სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა.  

როგორც ცნობილია, კომპანია ინტერ-რაოსთან მოლაპარაკების შედეგად, კომპანია თელასსა და ენერგო-პროსთან დროებითი მემორანდუმები გაფორმდა. 

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სამთვიანი სამომხმარებლო ტარიფების 3.5 თეთრით შემცირებას იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 0-დან 300 კვტ ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ცნობილია, რომ  აღნიშნული კატეგორია მომხმარებელთა 90%-ს შეადგენს. 

ამ დრომდე არსებული ტარიფის მიხედვით, კომპანია აბონენტებისთვის 0-დან 100 კვ-მდე მოხმარების შემთხვევაში 1კვტ/ საათი ენერგიის ღირებულება 13.48 თეთრი იყო - გახდება 9,94 თეთრი. 101-დან 300 კვტ-მდე მოხმარების შემთხვევაში იყო 16.00 თეთრი - გახდება 12,46 თეთრი. 

კომენტარები