პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: დსთ-ში არ შევალთ, მაგრამ ურთიერთობებს მაქსიმალურად განვავითარებთ

საქართველო არ აპირებს სტრატეგიის შეცვლას და უარის თქმას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბრის პრესკონფერენციაზე. მან პასუხი გასცა კითხვას იმის შესახებ, ხომ არ აპირებს ახალი ხელისუფლება რაიმე ფორმით ინტეგრაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან, სადაც საქართველო ბელარუსის პრეზიდენტმა მიიპატიჟა.

თუმცა, პრემიერის თქმით, „ამავდროულად , უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც დსთ-ში შედის“.

„რაიმე დაახლოება დსთ-სთან არ განიხილება. მაგრამ, განუხრელად ვიღვწით, რომ განვავითაროთ ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, თანამეგობრობასთან თანამშრომლობა შესაძლებელია, „თუ ისეთი ფორმები გაჩნდება, რაც ჩვენს სტრატეგიას ხელს არ შეუშლის“.

 

კომენტარები