შსს

შსს-მ ქუთაისის ინციდენტთან დაკავშირებული პირები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ. ამის შესახებ შსს იუწყება. 

''19 დეკემბერს, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად წარედგინათ'', - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დაკავებულთა სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ქუთაისში პრეზიდენტის შეხვედრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან, ინციდენტი მოჰყვა. მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უმცირესობის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომენტარები