თენგიზ გუნავა

თენგიზ გუნავა: დამკვეთი კი არ ისჯება, არამედ ის ხალხი, რომლებსაც დაავალეს

სასაცილოა, რომ დამკვეთი კი არ ისჯება, არამედ ის ხალხი, რომლებსაც დაავალეს, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ განუცხადა.

მისი თქმით, მისი დაკავების დამკვეთები შს მინისტრი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი არიან. 

"სასაცილოა, რომ დამკვეთი კი არ ისჯება, არამედ ის ხალხი, რომლებსაც დაავალეს. ამ ბიჭებს გადააბრალეს ყველაფერი და ამით ცდილობენ დამკვეთები, რომ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. ამას, ბუნებრივია, არ შევეგუები და ვითხოვ იმათ დასჯას, ვინც დაუკვეთა ეს სიბინძურე. დამკვეთები არიან შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. განცხადება შეტანილი მაქვს პროკურატურაში და ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა თენგიზ გუნავამ. 

შეგახსენებთ, შსს-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ თენ­გიზ გუ­ნა­ვას და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა და­ას­რუ­ლა. დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხუ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

 

კომენტარები