თენგიზ გუნავა

სასამართლომ გუნავა გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 თას ლარიანი გირაოს გადახდა შეუფარდა.

ამჯერად თენგიზ გუნავას ორი ბრალდება წარედგინა - სამინისტროში მუშაობისას 49 500 ლარისა და 3 000 ლიტრი ბენზინი მითვისებასა და სხეულის მსუბუქ დაზიანებაში (რაშიც 2012 წლის მარტში გუნავას მიერ საკუთარი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრა იგულისხმება).

შეგახსენებთ, გუნავა 15 ნოემბერს საკუთარ სადარბაზოსთან დააკავეს, მას იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებები წაუყენეს. თავად გუნავამ განაცხადა, რომ მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს, დაკავების მოტივი კი პოლიტიკური დევნაა. სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა, თავად გუნავამ კი მისთვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით პრიკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ გუნავას წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა. 29 ნოემბერს იგი უკვე მეორედ დააკავეს.

 

კომენტარები