საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი შსს-ს თანამშრომლებს მოუწოდებს, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილონ

საქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდებს, უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილონ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 20 დეკემბერს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქუთაისის ინციდენტი პირდაპირ შს სამინისტროს მხრიდან იყო პროვოცირებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ჩაერევა საკრებულოში შეჭრაში, არის პირდაპირი თანამდებობრივი გადაცდომა და დანაშაული. რას ნიშნავს - არ ჩავერევი, როდესაც გამგებლებს არ უშვებენ?! რას ნიშნავს - არ ჩავერევი, როდესაც ფეხქვეშ ითელება კონსტიტუციური ნორმები?! მე მინდა მოვუწოდო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, არ დაემორჩილონ არცერთ უკანონო ბრძანებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები