საპარალამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობა: ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში უმ­ცი­რე­სო­ბის სა­გან­გე­ბო სხდო­მაზე დეპუტატებმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება და უმცირესობის წევრებზე ქუთაისში მომხდარი თავდასხმა დაგმეს. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება. 

"დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის დაკავება, არის აბსოლუტურად უპრეცედენტო რამ. ეს არის ღიად გაფორმება იმის, რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში. როგორც ჩანს, ივანიშვილს ღიად აქვს გადაწყვეტილი, ჩამოაყალიბოს სრულყოფილი დიქტატურა ქვეყანაში და ამ მიზნით უნდათ მოახდინონ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების პარალიზება, რათა ადამიანებმა ვერ გაიგონ ყველაფერი დანარჩენი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილის თქმით, ქართული ოცნება ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას ცდილობს.

"როდესაც შეტევა ხორციელდება პარტიაზე, სასამართლოსა და მედიაზე, ეს არის დიქტატურა. ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით კი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ბოიკოტის ვერსიასაც განიხილავს. 

კომენტარები