რელიგიური უმცირესობები

ომბუდსმენი: ვიკვლევთ ყველა იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნიგვზიანსა და წინწყაროში

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ნიგვზიანსა და წინწყაროში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი აქტიურად მუშაობს.

"ჩვენ მიერ ხდება მოკვლევა ყველა იმ მოვლენის, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ნიგვზიანში, ასევე წინწყაროში. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური განცხადებები, მოთხოვნები, რომ მომხდარიყო გამოძიება. რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალყურს, რამდენად ხდება ჩვენი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულება. ნებისმიერი ასეთი ფაქტი არ დარჩება ყურადღებისა და რეაგირების გარეშე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 26 ოქტომბერს დაიწყო. მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე არამუსლიმმა თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. რაც შეეხება სო­ფელ წინ­წყა­როს,­ კონ­ფლიქ­ტი ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ად­გილობ­რივ­მა ეკო­მიგ­რან­ტებ­მა სვა­ნე­თი­დან, თა­ნა­სოფ­ლელ ეკო­მიგ­რან­ტებს აჭა­რი­დან სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს და­ხურ­ვა მოს­თხო­ვეს. 

კომენტარები