ლუკაშენკო: ბელარუსი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ განიხილავს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მინსკი რუსეთის ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს აღარ განიხილავს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ ევროპული და აზიური მედიის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა, რომელშიც დსთ-ს წევრი ქვეყნების, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ლუკაშენკოს თქმით, ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბოლო შეხვედრის დროს საერთოდ არ განხილულა. მისი აზრით,  უმჯობესი იქნება საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების პრობლემაზე. 
"არ არის საჭირო დღეს თავდაცვის მინისტრების ან პოლიტიკოსების დაჭერა. დიდი ბოდიში, რომ ვერევი ამაში, მაგრამ ახლა საჭიროა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები