ზბიგნევ ბზეჟინსკი

ზბიგნევ ბჟეზინსკი: საქართველოს რუსეთთან შესაძლო მოკავშირეობა ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება

"საქართველო შესაძლოა რუსეთის მოკავშირე გახდეს, თუმცა ეს მას აშშ-სთან მეგობრობის ფასად დაუჯდება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას, ბჟეზინსკიმ რუსეთის საშინაო და საგარეო გამოწვევებზეც იმსჯელა. 
"საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება, რაც მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება - ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობის გათვალისწინებით", - განაცხადა ბჟეზინსკიმ ევრაზიის კავშირის სავარაუდო წევრებზე საუბრისას. 

ყოფილი მრჩევლის გამოსვლა ამერიკის ხმის რუსულმა ბიურომ გაავრცელა. 

კომენტარები