თბილისის მერია

გიგი უგულავა: ბიუჯეტი ყველა თბილისური ოჯახისთვის 100-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას ითვალისწინებს

თბილისის მერიაში ამ წუთებში დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. როგორც ცნობილი გახდა, ბიუჯეტის პროექტი, მომავალ წელს თბილისში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის,  კომუნალური გადასახადის 100 ლარიანი ვაუჩერის გადაცემას ითვალისწინებს. 

როგორც ბიუჯეტის განხილვისას თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 70 ათასს შეადგენს, 250 ლარიანი ვაუჩერიც განისაზღვრება.

"ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისურ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ვისაც სარეიტინგო ქულა 70 ათასი აქვს, მიიღებს 250 ლარიან ვაუჩერს. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კომუნალური გადასახადები კვლავ წარმოადგენს ნომერ პირველ პრობლემას ჩვენი მოსახლეობისთვის. მე მხოლოდ მივესალმები ცენტრალური მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს, თუმცა თუ ეს ვერ განხორციელდა, ყველა შემთხვევაში ეს ვაუჩერი არსებითი შეღავათი იქნება", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის მერია ბიუჯეტის 2013 წლის პროექტს საკრებულოს წევრებთან ერთად განიხილავს. 

კომენტარები