მსოფლიო თასი რაგბიში

მსოფლიო თასის წილისყრამ ბორჯღალოსნების სავარაუდო მეტოქეები გამოავლინა

2015 წელს რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისი მასპინძლობს. ლონდონში გაიმართა გათამაშების წილისყრა და გუნდები ოთხ ჯგუფად განაწილდნენ. მსოფლიო პირველობაზე ოცი გუნდი მონაწილეობს, შარშან გამართული მსოფლიო თასის შემდეგ კი თორმეტი მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მორაგბეები ორი წლის ჯამში ერთა თასის გათამაშებაში პირველ ადგილს დაიკავებენ, С ჯგუფში მოხვდებიან. მე­ო­რე ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბორჯღალოსნები D ჯგუფ­ში მოსინჯავენ ძალებს, ხოლო თუ მესამე ადგილზე გავლენ, რეპეშაჟის გავლა მოუწევთ და შემდეგ A ჯგუფში მოხვდებიან.

გთავაზობთ რაგბიში 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფების წილისყრის შედეგებს:

A ჯგუ­ფი: ავ­ს­ტ­რა­ლია, ინ­გ­ლი­სი, უელ­სი, ოკე­ა­ნეა 1, რე­პე­შა­ჟი
B ჯგუ­ფი: სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, სა­მოა, შოტ­ლან­დია, აზია 1, ამე­რი­კა 2.
C ჯგუ­ფი: ახა­ლი ზე­ლან­დია, არ­გენ­ტი­ნა, ტონ­გა, ევ­რო­პა 1, აფ­რი­კა 1.
D ჯგუ­ფი: საფ­რან­გე­თი, ირ­ლან­დია, იტა­ლია, ამე­რი­კა 1, ევ­რო­პა 2.

კომენტარები