სასჯელაღსრულების დაწესებულება

ახალაია და ოქრუაშვილი #9 დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი მატროსოვის ქუჩაზე მდებარე #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სუბარის თქმით, შს ყოფილი მინისტრი ახალაია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ გადაიყვანეს. მინისტრის განცხადებით, ამის მიზეზი #9 დაწესებულებაში რემონტის დასრულებაა. მისივე განმარტებით, ახალაიას არ ექნება კონტაქტი მათთან, ვისთან კავშირიც არ იქნება სასურველი გამოძიების მიმდინარეობისთვის. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ახალაია და ოქრუაშვილი ერთ შენობაში მოთავსდნენ, მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ბაჩო ახალაია #7, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილი #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ახალაიას ოჯახის წევრები და გულშემატკივრები მის #7 საპყრობილეში მოთავსებას აპროტესტებდნენ.

 

კომენტარები