NATO და საქართველო

მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს

დღეს, 4 დეკემბერს, ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტების შეხვედრა იმართება.  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მისასალმებელი სიტყვით გამოვა, ხოლო შეხვედრის შემდეგ დასკვნით პრესკონფერენციას გამართავს. 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში იმყოფება. იგი დღეს, 4 ოქტომბერს NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში სამუშაო სადილს დაესწრება. 
მას ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივ შეხვედრები რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.  პირველ შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარ რინკევიჩთან გამართავს. იგი ასევე ესაუბრება რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთისა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს.
ხვალ კი ფანჯიკიძე NATO-საქართველოს კომისიის სხდომას და ISAF-ის ოპერაციის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება.

კომენტარები