ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 5 დეკემბრისთვის გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო და 5 დეკემბერს, 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. 
როგორც ცნობილია, პროცესის გადადების მიზეზი საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირის, გაბრიელ პავლიაშვილის დაკავება გახდა. მოსამართლის განცხადებით, მას პავლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ადვოკატის შუამდგომლობის შესაბამისად, პროცესი გადაიდო. 

დღესვე ჩაინიშნა 5 დეკემბრის შემდგომი პროცესიც, რომელიც 10 დეკემბერს 10:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება გაბრიელ პავლიაშვილს, როგორც მისი ადვოკატი ლალი აფციაური განმარტავს, ის 27 ნოემბერს დააკავეს. ადვოკატების იფორმაციით, გარდა პავლიაშვილისა, დაკავებულია საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პიროვნება.

შეგახსენებთ, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის შექ­მნა­სა და მე­თა­უ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 ნო­ემ­ბერს დაბ­რუნ­და და საზ­ღვრის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს. 

 

კომენტარები