გამოძიება

დათა ახალაიას ადვოკატი პროკურატურაში გამოცხადდა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ნაცვლად პროკურატურაში მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გამოცხადდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რა საქმესთან დაკავშირებით არის დათა ახალაია დაბარებული პროკურატურაში. მისი განმარტებით, იმ უწყებაში, რომელიც დაბარებასთან დაკავშირებით ახალაიას ოჯახში მივიდა, მიზეზი არ წერია. ზაქარეიშვილის თქმით, დათა ახალაია დაკითხვაზე იმიტომ არ გამოცხადდა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი წარედგინებათ.

კომენტარები