შსს

ღარიბაშვილი: მრცხვენია, რომ მერაბიშვილი სიმართლეს არ აღიარებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „ძალიან უხერხულსა და სამარცხვინოს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი ვანო მერაბიშვილი ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობას არ აღიარებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტრებს განუცხადა, მერაბიშვილის მიერ ლევან მაისურაძის სახელზე პასპორტის წარმოდგენა დააფიქსირეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში. ასევე, მისი თქმით, ეს პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომელმაც დაადასტურა.

„მე პირადად მრცხვენია, რომ ის ამას არ აღიარებს. მერაბიშვილი უბრალოდ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს ყოფილ მინისტრს და პრემიერს, უნდა ეყოს ვაჟკაცობა, სიმართლე აღიაროს“. ღარიბაშვილის განცხადებით, გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება.

 

კომენტარები