Foreign Policy

მაია ფანჯიკიძე: აფხაზებს და ოსებს მივცეთ „არჩევანი“

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას აქვს „არჩევანი“ რუსეთსა და საქართველოს შორის – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ Foreign Policy-ისთან ინტერვიუში განაცხადა.  ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გამოთქმის გამო ფანჯიკიძეს სამშობლოში მწვავე კრიტიკა ელის. 
 „გეგმა არის ის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მიმზიდველი გავხადოთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის და მივცეთ მათ არჩევანი – რა არის უკეთესი, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, თუ რუსეთის ნაწილად ქცევა. თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენს შორის ნდობის აღდგენას და ქვეყნის განვითარებას და დავანახებთ ყველას შიგნით თუ გარეთ, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანაა, ეს ყველასთვის მიმზიდველი იქნება და ისინი დაინახავენ საქართველოს შემადგენლობაში განვითარებისა და კეთილდღეობის  პერსპექტივას,“– განაცხადა ფანჯიკიძემ. 

კომენტარები