პროკურატურა

პატიმარ თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს

პატიმარ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულია უშაულოდ დანაშაულის შემსრულებელი სისაური. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

კბილაშვილის თქმით, დაკავებულია ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლექ ფაცაცია და ალექსი წერაშვილი. ძებნაშია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ამ მომენტში საქართველოში არ იმყოფება. ყოფილი ოფიცერი თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში საკუთარ სახლში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. 6 დღეში მის ოჯახს აცნობეს, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 

კბილაშვილის ცნობით, საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის  თანამშრომელთა განცხადებები. პატიმარ თეთრაძეზე ბრიუსელში მიმალვაში მყოფმა ვლადიმერ ბედუკაძემაც გააკეთა სექტემბერში კომენტარი. მისი თქმით, თეთრაძე წამებით მოკლეს.

კომენტარები