სამართალდარღვევათა კოდექსი

სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება.

მსგავსი ტიპის პროდუქციის გაყიდვა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება ხდება. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ეკუთვნის.

იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბავშვთა სათამაშოების და ტანსაცმლის რეალიზაცია ხდება, სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია 100 ლარით დაჯარიმდება. თანხის ამავე რაოდენობით დაჯარიმდება 18 წლამდე ასაკის პირისთვის სექსუალური ხასიათის პროდუქციის მიყიდვა.

ცვლილების თანახმად, აღნიშნული ტიპის პროდუქციის რეალიზება ასევე იკრძალება სკოლებში, 18 წლამდე ასაკის პირთათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებსა და ამ ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით. დარღვევა 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. 

კომენტარები