საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს აძლიერებს

საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს. 

დღეს მოქმედი კანონით, აუდიტის სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად პარლამენტში დროებითი კომისია უნდა შეიქმნას, რომლიც უფლებამოსილება საფინანსო-ეკონომიკურ ნაწილს არ ცდება. 

დეპუტატებმა დავით ონოფრიშვილმა და ნოდარ ებანოიძემ პარლამენტს "სახელმწიფო აუდიტის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტი შესთავაზეს,  რომლის თანახმადაც, დროებით საპარლამენტო კომისიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობა ეძლევა და მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით არ შემოიფარგლება. 

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო კომისიის საქმიანობა უწყების მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უფლებით არ უნდა იყოს შეზღუდული და მან ასევე უნდა შეამოწმოს განხორციელებული აუდიტის ხარისხი, უფლებამოსილების გახორციელების კანონიერება და ყველა სხვა საკითხი, რომელიც აუდიტის სამსახურის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.

კომენტარები