ძიუდოს ფედერაცია

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს 10 დეკემბერს აირჩევენ

დღეს  საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ. იქიდან გამომდინარე, რომ დავით ხახალეიშვილმა და მამუკა ხაბარელმა კანდიდატურების წარდგენაზე უარი განაცხადეს,  ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა არჩევნების 10 დეკემბრისთვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტობის მსურველებს, 7 დეკემბრის 15:00 საათამდე მოუწევთ საკუთარი კანდიდატურის წარდგენა.

გარდა არჩევნებისა, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა შოთა ხაბარელმა აღმასრულებელი კომიტეტიდან რამდენიმე ადამიანის დათხოვნის საკითხი დააყენა . დელეგატების გადაწყვეტილებით, გია უდესიანი და მერაბ ჩიქობავა აღმასკომის წევრები აღარ არიან, ხოლო გიორგი ასანიძე და დავით გობეჯიშვილი, მინიმუმ შემდეგ ყრილობამდე აღმასკომის წევრებად რჩებიან. ინტერპრესნიუსის ცნობით, ხაბარელი მოითხოვდა, რომ აღმასკომი დაეტოვებინათ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ძიუდოს ოჯახის წევრები და წინა ხელისუფლების დროს მათი დანიშვნა პოლიტიკური და თანამდებობრივი ნიშნით მოხდა

 

კომენტარები