ლიცენზია

ტელეკომპანია მზეს ლიცენზია გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე შპს ტელეკომპანია მზეს სამაუწყებლო ლიცენზია მომდევნო ათი წლით გაუხანგრძლივდა. კომისიის გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ტელეკომპანიამ საქართველოს ბიუჯეტში 48 411 ლარი უნდა გადაიხადოს. კომპანიამ აღნიშნული თანხა ერთი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, კომისიის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა დაფაროს.

კომენტარები