გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე: მერაბიშვილზე შსს-ის განცხადება პოლიტიკური თამაშია

ვანო მერაბიშვილზე შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადება არის პოლიტიკური თამაში, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

ესაა პოლიტიკური თამაშის საგანი და მეტი არაფერი. ეს მე არასერიოზულ თემად მიმაჩნია. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას ვუთხარით, რომ აღარც დენი გაიაფდება და აღარც გაზი, რომ 220 ლარი პენსია აღარ იქნება, გადასახადები აღარ შემცირდება, სოციალური ფენის მიმართულებით სასიკეთო არაფერი შეიცვლება, საუბარი, თუ რა მასალები მოიპოვა შს სამინისტრომ, არასერიოზულად მიმაჩნია. ეს არის კომიკური ბრალდება და ამაზე სხვა პასუხი არ მაქვს. ეს ყველაფერი სასაცილოა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას  ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან  და­კავ­ში­რე­ბულ მა­სა­ლები გაუგზავნა. შსს თქმით, 2008 წელს მერაბიშვილმა კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია და ვასილ სანოძე სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა მათ მაინც მიუწვდებოდათ ხელი ოპერატიულ მასალაზე და აქტიურად მონაწილეობდნენ კუდის საქმიანობაში. 


კომენტარები