სასჯელაღსრულების დაწესებულება

ციხეებს შეწყალებული და ვადაზე ადრე გათავისუფლებული პატიმრები ტოვებენ

ციხეებს  წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შედეგად გათავისუფლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები ტოვებდნენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, დღის პირველ საათამდე ყველა შეწყალებული თუ გათავისუფლებული პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება. 
როგორც ცნობილია, ე.წ. უდო-ს კომისიის გადაწყვეტილებით, 115 პატიმარი გათავისუფლდა, ხოლო პრეზიდენტმა გიორგობასთან დაკავშირებით 519 პატიმარი შეიწყალა.

კომენტარები