არჩილ კბილაშვილი

მთავარი პროკურორი დიპლომატებს შეხვდა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და ბოლო პერიოდში დანაშაულის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა. 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა შსს-ს ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საქმეები იყო. კბილაშვილმა უცხოელ დიპლომატებს მაღალჩინოსანთა დაკითხვისა და დაკავების მიზეზები დეტალურად განუმარტა.

 "დღეს მე  უკვე მეორედ ვხვდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მთავარი პროკურორის რანგში, პასუხი გავეცი კითხვებს, რომლებიც მათ აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო საზოგადოება ისევე სრულად იყოს ინფორმირებული  ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორადაც ინფორმირებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები. იმედი მაქვს, რომ მათ პასუხი ყველა კითხვაზე მიიღეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ კბილაშვილმა.

 

კომენტარები