თბილისის მერია

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს შალვა რამიშვილი აბსურდულს უწოდებს

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აუდიოჩანაწერს შალვა რამიშვილი აბსურდულს უწოდებს. აუდიოჩანაწერში თავად შალვა რამიშვილი და ჟურნალისტი ნანა ლეჟავაც ფიგურირებენ.

,,ეს იგივეა, მე რომ გავარცელო ინფორმაცია, რომ ხელთ მაქვს ჩანაწერი, სადაც ვიღაც ადამიანი, რომლის სახელს და გვარს არ ვიტყვი, ჰყვება თუ როგორ დაინახა გიგი უგულავა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაჭრობდა სხეულით’’, - აცხადებს შალვა რამიშვილი.

შეგახსენებთ, მე­რი­ის პრესსპი­კერ­მა ბა­ჩო დო­ლი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ  შპს ჰერ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცია. რო­გორც ბა­ჩო დო­ლი­ძე აც­ხა­დებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მე­რი­ას შპს ჰერ­მე­სის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი.

,,აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი­დან ჩანს, რომ რომ შპს ჰერ­მე­სის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს-ის მი­ერ ხალ­ხის კუთ­ვნი­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის გა­და­ყიდ­ვა და ჭი­რი­სუფ­ლის მი­ერ მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი თან­ხის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­რიც­ხვა ხდე­ბა. ასე­ვე, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და­გეგ­მი­ლია თამ­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ის მოწ­ყო­ბა და მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტის მი­ერ გა­და­სა­ღე­ბად მათ­თვის თან­ხის შე­თა­ვა­ზე­ბა. მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის მე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან, უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის გზით, მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაა’’, - განაც­ხადა ბა­ჩო დო­ლი­ძემ.

დო­ლი­ძის თქმით, მსგავ­სი გეგ­მა იმა­ვე პი­რე­ბის მი­ერ, ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის აქ­ცი­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის დროს, უკ­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და. თბი­ლი­სის მე­რია მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ ენ­დონ ამ ში­ნა­არ­სის ცნო­ბებს. 

კომენტარები