შსს

შსს სამშენებლო კომპანია NCC-ის დირექტორის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კომპანია NCC-ის დირექტორის გეგი ქელბაქიანისა და ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის არჩილ ჩოგოვაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ,,სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობის მითვისების მიზნით’’, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პიროვნებამ მათ უკან დაუბრუნა 3 032 091 ლარი.

,,გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე ბუდაბარის საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით. დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით'’, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გე­გი ქელ­ბა­ქი­ა­ნი და არ­ჩილ ჩო­გო­ვა­ძე ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­ბა­რეს და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი და­კით­ხვის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. 

კომ­პა­ნია NCC-ის 70%-ია­ნი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი გე­გი ქელ­ბა­ქი­ა­ნი ბუ­და­ბა­რის ერთ-ერ­თი მე­პატ­რო­ნეა. კომ­პა­ნია NCC, სხვა მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­თან ერ­თად, რი­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი­სა და სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

კომენტარები