შეწყალების კომისია

ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების კომისია შეიკრიბა

ავლაბრის რეზიდენციაში შეწყალების კომისიის სხდომა მიმდინარეობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კომისია კვლავ ძველი შემადგენლობით შეიკრიბა. კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის თქმით, 1400 საქმე აქვთ განსახილველი,  რომელთა ნახევარი მათ საპატრიარქომ გადასცა. თევდორაძის განმარტებით, საპატრიარქოს სიას შეწყალების კომისია დროის უქონლობის გამო სრულად ვერ განიხილავს. განსახილველად შესულ საქმეებს შორის თითქმის ყველა სახის დანაშაულია წარმოდგენილი. კომისია დღეს 80 ქალისა და 3 არასრულწლოვნის საქმეებსაც განიხილავს. პატიმარს რომ შეწყალება შეეხოს, სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი უნდა ჰქონდეს.

კომენტარები