კალათბურთ

ევრობასკეტის წილისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოარკვია

სლოვენიის ქალაქ პოსტოინას მღვიმეში, კალათბურთში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები კალათებში შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ:

 A ჯგუფი 

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უკრაინა, ისრაელი, ბელგია

B ჯგუფი 

მაკედონია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, სერბეთი

C ჯგუფი

ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, საქართველო, პოლონეთი, ჩეხეთი

D ჯგუფი 

რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, თურქეთი, შვედეთი

შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე სამი საუკეთესო გუნდი გავა. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 12 გუნდი გააგრძელებს, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან. თითო 6-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში კი 4 საუკეთესო ნაკრები მოხვდება.  

 

კომენტარები