მთავრობა

დავით ბაქრაძე: მიმდინარე დაკავებების პოლიტიზება არავის ინტერესებში არ შედის

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ბაქრაძის შეფასებით, მიმდინარე დაკავებების პოლიტიზება არავის ინტერესებში არ შედის. მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ დაისჯება.

,,ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ამგვარი ნაბიჯი მხოლოდ სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარეობს. ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ,,ყოველი დაკავება ისტერიის მიზეზი არ უნდა გახდეს“. 

,,ვისაუბრეთ იმაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ აღდგეს სამართლიანობა; დაუსჯელი არ დარჩეს არავინ, ვინც ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ პროკურორებად არ ავურჩევივართ ხალხს. ჩვენ აგვირჩიეს იმიტომ, რომ მოქალაქეებმა შვება იგრძნონ, ქვეყანა წინ წავიდეს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით დებატები სწრაფად უნდა დავასრულოთ. ყოველი დაკავება არ შეიძლება იყოს მორიგი ისტერიის მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ. ამ ტიპის ქმედებები გარდაუვალია, რადგან ის ადამიანები, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, აქამდე პოლიტიკურ თანამდებობენზე იყვნენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები