ვიზიტი

ფილიპ გორდონი დავით ბაქრაძეს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

როგორ დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასა და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხო.

„ამერიკის შეერთებული შტატების გულწრფელი სურვილია საქართველოში მიმდინარე პროცესები გაგრძელდეს დემოკრატიულად და სამართლიანად. მე მოხარული ვარ, რომ ფილიპ გორდონი ხვდება უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ახალი მთავრობის წარმომადგენლებს, რათა კიდევ ერთხელ ყველასთან შეხვედრის შედეგად ჩამოაყალიბოს პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი არის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებაში“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

შე­გახ­სე­ნე­ბეთ, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. 

კომენტარები