პარლამენტი

ამნისტიის შესახებ კანონზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

"ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ. პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.
პარლამენტის დღის წესრიგში კიდევ რამდენიმე კანონპროექტია შესული, მათ შორის სამხედრო რწმუნებულის შესახებ. ინიციატორი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.  ასევე ცვლილებები იგეგმება "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში. 

კომენტარები