12 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდება. შეხვედრა ევროკომისიის დღის წესრიგში არის შეტანილი.
ეს საქართველოს მთავრობის ახალი ხელმძღვანელის პირველი საერთაშორისო ვიზიტი იქნება. საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მოჰყავს ევროკომისიის წარმომადგენლის პია ჰანსენის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ვიზიტი „იქნება შესაძლებლობა ხაზი გავუსვათ ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების მიმართ“.
შეგახსენებთ, 14 ნოემბერს ბრიუსელში ბიძინა ივანიშვილი ასევე NATO-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.




