საქალაქო სასამართლო

კალანდაძე და შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 სასამართლომ არ გაითვალისწინა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით.

პროკურატურამ სამივე დაკავებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა, თუმცა კალანდაძისა და შამათავას შემთხვევაში სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობები დააკმაყოფილა.

 შემდეგი პროცესი 25 დეკემბრის 15 საათზე ჩაინიშნა. 

კომენტარები